რუსულმა ჯარებმა კრივი-რიჰში სავაჭრო ცენტრზე ორი დრონით თავდასხმაგანახორციელეს, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა და 130 დაშავდა, მათ შორის 23 ბავშვი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
თავდაპირველად ცნობილი იყო 5 გარდაცვლილის შესახებ.
მოგვიანებით კი დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, 29 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი, მძიმე მდგომარეობაშია.გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსებმა კრივი-რიჰში სავაჭრო ცენტრზე დრონებით თავდასხმა გუშინ საღამოს, ადგილობრივი დროით 16:30 საათზე განახორციელეს.