მაშველები კრივი-რიჰში, სავაჭრო ცენტრთან, რუსების მიერ განხორციელებული დარტყმების ადგილის ნანგრევებიდან გაწმენდასა დაადამიანების ძებნას განაგრძობენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელი წერს.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია 16 დაღუპულის და 130 დაშავებულის შესახებ.
პრეზიდენტის თქმით, 9 000 კვადრატული მეტრის ფართობზე ხანძარი ჩამქრალია.
სამაშველო ოპერაციებში სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპეციალისტები და კინოლოგიური დანაყოფები შვიდი რეგიონიდან მონაწილეობენ.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა საღამოს და ღამით უკრაინაზე რაკეტებითა და დრონებით იერიშები განახორციელა.
კიევში ბალისტიკური რაკეტების დარტყმებმა რკინიგზის ინფრასტრუქტურა დააზიანა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.