"პროკურატურის წინ მოვკვდები, იქ გავათევ, ყოველ ორშაბათს იქ ვიქნები" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა - Palitra News

"პროკურატურის წინ მოვკვდები, იქ გავათევ, ყოველ ორშაბათს იქ ვიქნები" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

2026-08-22 13:37:44+04:00

თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, ის ყოველ ორშაბათს საქართველოს პროკურატურასთან იქნება, სანამ სამართალს არ მიაღწევს. ამის შესახებ თეონა თამაზაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პროკურატურაში შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა და საგამოძებო უწყებამ განაცხადა, რომ საქმის ხელმეორედ გამოძიების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. პროკურატურამ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 17 დეკემბერს დაასრულა. როგორც უწყების ვრცელ განცხადებაში ვკიტხულობთ, გამოძიების მიერ მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიმდევრული და ლოგიკური ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. უწყება ხაზგასმით აცხადებს, რომ საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. შეგახსენებთ,რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.