კანადას სურს სარგებელი მიიღოს როგორც შტატმა, თუმცა შტატად ყოფნის გარეშე, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„ასევე, ისინი მრავალი წლის განმავლობაში, ჩვენს შესანიშნავ ფერმერებს უზარმაზარ ტარიფებს უწესებდნენ. ეს ასე აღარ იქნება!“, - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.
შეგახსენებთ, აშშ-სა და კანადას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები ჩაიშალა. მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ აშშ-მა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა.
აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფების ძალაში შესვლის შემდეგ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ კანადა ამერიკულ საქონელზე იმავე დონის საპასუხო ტარიფებს დააწესებს. კანადის მიერ გამოცხადებული ტარიფები 8 სექტემბერს ამოქმედდება.