დრონებით იერიში განხორციელდა Ozon-ის საწყობზე რუსეთის ქალაქ ორენბურგშიც - Palitra News

დრონებით იერიში განხორციელდა Ozon-ის საწყობზე რუსეთის ქალაქ ორენბურგშიც

2026-08-23 12:19:59+04:00

რუსეთის ქალაქ ორენბურგში Ozon-ის საწყობზე დრონებით იერიში განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ქალაქ ორენბურგის მერმა ალბერტ იუმადილოვმა განაცხადა, რომ დრონების ფრაგმენტები Ozon-ის საწყობის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

თავდასხმა დაადასტურა კომპანია Ozon-მაც. კომპანიაში აღნიშნეს, რომ დრონებით იერიშის შედეგად საწყობის შენობა დაზიანდა და 300-მდე თანამშრომლის ევაკუაცია განხორციელდა.

მედიის ცნობით, ორენბურგში კომპანია Ozon-ის უდიდესი საწყობი მდებარეობს.