ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი - მოვუწოდებთ მეზობელ ქვეყნებს, აშშ-ის ეკონომიკურ ომს არ შეუერთდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მტრებად ჩავთვლით - Palitra News

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი - მოვუწოდებთ მეზობელ ქვეყნებს, აშშ-ის ეკონომიკურ ომს არ შეუერთდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მტრებად ჩავთვლით

2026-08-23 12:23:28+04:00

მოვუწოდებთ მეზობელ ქვეყნებს, აშშ-ის ეკონომიკურ ომს არ შეუერთდნენ, - ამის შესახებ ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა, მოჰსენ რეზაიმ განაცხადა.

„წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მტრებად ჩავთვლით. თუ ისინი მსგავს ნაბიჯს გადადგამენ, მაშინ ჩვენ სპარსეთის ყურეში ნავთობის გავლას არ დავუშვებთ. ნავთობი არც ჰორმუზის სრუტეში არ გავა“, - განაცხადა მოჰსენ რეზაიმ.

მისი თქმით, „ამერიკა კუთხეშია მიმწყვდეული“.

„მათ პატივი უნდა სცენ აღებულ ვალდებულებებს, ან ამ კუთხიდან გამოსასვლელად ბრძოლა მოუწევთ, რაც ვითარების კიდევ უფრო გაუარესებას გამოიწვევს“, - აღნიშნა რეზაიმ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გამოაცხადა, რომელიც მისი იზოლაციისკენ იქნება მიმართული. მოგვიანებით, აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანს „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დაუწესებს, რაც, მისი თქმით, ახალი მასშტაბური სამხედრო ოპერაციების საჭიროებას შეამცირებს.