რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში შეხვდებიან, თუ ორივე ლიდერი იქ იქნება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა.
„სამიტამდე ჯერ დიდი დროა. თუ ლიდერები ერთსა და იმავე ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას, მაშინ ისინი აუცილებლად შეხვდებიან და ისაუბრებენ“, - განაცხადა უშაკოვმა.
მისი თქმით, შესაძლო შეხვედრის შესახებ კრემლს სიგნალი ჯერჯერობით არ მიუღია.
„უნდა დაველოდოთ. სამიტამდე სამი თვეა. წინ ბევრი მსხვილი საერთაშორისო ღონისძიება გვაქვს“, - აღნიშნა უშაკოვმა.
ცნობისთვის, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი ჩინეთის ქალაქ შენჭენში, 18-19 ნოემბერს არის დაგეგმილი.