თბილისში ავტომობილი ამობრუნდა. შემთხვევა აკაკი ბაქრაძის ქუჩაზე მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა სამი პირი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.