დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ავრცელებს.
ანდრეი სიბიგას ცნობით, უკრაინის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავის აღსანიშნავად კიევში დიდი ბრიტანეთის, ესტონეთის, ლუქსემბურგისა და მოლდოვის სახელმწიფო და მთავრობის მეთაურები ჩავიდნენ.
კიევში ჩავიდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტაც.
ანდრეი სიბიგა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემს, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრ ლუკ ფრიდენს, მოლდოვისა და ესტონეთის პრეზიდენტებს, მაია სანდუსა და ალარ კარისს კიევის რკინიგზის სადგურზე დახვდა.
ცნობისთვის, ეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, საზღვარგარეთ ენდი ბერნემის პირველი ვიზიტია.