საქართველოს ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ამჟამადაც პატიმრობაში იმყოფება, ახალი ბრალი წარუდგინეს. საქმე კორუფციულ დანაშაულს, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება.გენერალური პროკურორის მოადგილის, ამირან გულუაშვილის ინფორმაციით, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვასილ მხეიძემ მიაწოდა. საქმეზე გამოძიებასთან ითანამშრომლა ასევე ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ.პროკურატურის ცნობით, ახალი ბრალდება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტს უკავშირდება.