თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი, აცხადებს, რომ სამართლის მიღწევამდე საქართველოს პროკურატურასთან ყოველ ორშაბათს მივა.თამაზაშვილმა პროკურატურაში გამართული შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. უწყებამ კი განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის საქმის ხელახლა გამოძიებას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 2020 წლის 17 დეკემბერს დაასრულა. უწყების შეფასებით, მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაული არ ჩადენილა და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. რამდენიმე დღის შემდეგ ის თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.