პირველკლასელთა მშობლები სასკოლო ფორმის შეძენას 1 სექტემბრიდან როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ისე სპეციალური ონლაინ პლატფორმის - formebi.emis.ge-ის მეშვეობით შეძლებენ. ახალი პლატფორმა მედიის წარმომადგენლებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა, და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელმა, გიორგი არსოშვილმა წარუდგინეს.მშობლებს ონლაინ შეკვეთის გაკეთება და ფორმის მითითებულ მისამართზე მიღება შეეძლებათ. მიწოდებას საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს.პლატფორმაზე მომხმარებლები ფორმების მოდელებს, ფასებსა და ზომებს გაეცნობიან. ასევე ნახავენ საბანკო შეთავაზებებსა და რეალიზაციის პუნქტების მისამართებს.