ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეებისთვის თეატრალური ხელოვნებისა და შემოქმედებითი პროცესის შესახებ მორიგი ინტერაქტიული შეხვედრა გაიმართა.ახალგაზრდებს დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე და მსახიობი გია აბესალაშვილი შეხვდნენ. სტუმრებმა მონაწილეებს პროფესიული არჩევანისა და თეატრში მოღვაწეობის წლების შესახებ ესაუბრნენ. ასევე გაუზიარეს გამოცდილება იმ გამოწვევებზე, რომლებიც ხელოვანის პროფესიულ გზას ახლავს.შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. მონაწილეებმა სტუმრებთან ერთად თეატრისა და კულტურის მნიშვნელობაზე, ასევე ახალგაზრდების შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობაზე იმსჯელეს.ახალგაზრდობის სააგენტოს პროექტი არაფორმალური განათლების, ეროვნული ღირებულებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას ემსახურება. სეზონის განმავლობაში ბანაკი 2 640 მონაწილეს უმასპინძლებს.