თბილისში ჯგუფური ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულებმა მოქალაქეს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი მის პირად ნივთებსა და თანხას უკანონოდ დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებულს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 179-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლები 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.