ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს - Palitra News

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

2026-08-24 12:10:03+04:00

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს. დაკავებულს თურქეთის სამართალდამცავი ორგანოები ეძებდნენ.ოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.სამართალდამცველებმა ძებნილი პირის ადგილსამყოფელი დაადგინეს და ის ბათუმში, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულის მიმართ ამჟამად კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.