ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო უბანში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყო. პროცესს ადგილზე ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი გაეცნო.ინვენტარიზაცია 45 727 ჰექტარზე ჩატარდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ტყის მართვის ათწლიანი გეგმა შემუშავდება. დოკუმენტში მომდევნო ათი წლის განმავლობაში დაგეგმილი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები აისახება, მათ შორის სანიტარიული ჭრები, ტყის აღდგენა და სატყეო გზების მოწყობა.ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებით, ტყის ინვენტარიზაცია ტყის მართვის სამოქმედო გეგმის საფუძველს წარმოადგენს და სატყეო ღონისძიებების ეფექტიან დაგეგმვას უზრუნველყოფს.ამ დროისთვის ინვენტარიზაცია სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიის 50%-ზე მეტზე დასრულებულია. 2026 წლის ბოლომდე სამუშაოები შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ჯამში 238 ათას ჰექტარზე ჩატარდება.