უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღს ქვეყანა რუსეთთან მიმდინარე ომის ფონზე ხვდება - ფრონტზე ბრძოლები და საჰაერო იერიშები გრძელდება.დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის მიმდინარე ომი უკვე დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ომია.დღეს კიევში უკრაინის მხარდასაჭერად ევროპელი ლიდერები იკრიბებიან. მათ შორის უკვე ჩავიდა ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნჰემი. უკრაინის დედაქალაქში იმყოფება ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა.