ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე ახალი დეტალები და პოლიტიკური შეფასებები - რას აცხადებენ მისი ყოფილი თანაგუნდელები - Palitra News

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე ახალი დეტალები და პოლიტიკური შეფასებები - რას აცხადებენ მისი ყოფილი თანაგუნდელები

2026-08-24 15:02:26+04:00

პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა საქართველოს ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ამჟამადაც პატიმრობაში იმყოფება. ახალი ბრალი კორუფციულ დანაშაულს, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება.პროკურატურის ცნობით, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია საგამოძიებო უწყებას ვასილ მხეიძემ მიაწოდა. ამასთანავე, საქმეზე გამოძიებასთან ითანამშრომლა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ. როგორ ეხმაურებიან აღნიშნულ საქმეს მმართველი პარტიის ლიდერები.