ბესო შენგელიას განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების ზურგს უკან რუს ოკუპანტებსა და აფხაზ სეპარატისტებს საწვავით ამარაგებს - რას ამბობენ მხარეები - Palitra News

ბესო შენგელიას განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების ზურგს უკან რუს ოკუპანტებსა და აფხაზ სეპარატისტებს საწვავით ამარაგებს - რას ამბობენ მხარეები

2026-08-24 15:05:55+04:00

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ბესო შენგელია აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების ზურგს უკან რუს ოკუპანტებსა და აფხაზ სეპარატისტებს საწვავით ამარაგებს. მისივე მტკიცებით, საწვავი დე-ფაქტო აფხაზეთის სახელმწიფო საწარმოს „აფხაზტოპს“ მიაწოდა კომპანია „სოლიდუსმა“, რომელიც, შენგელიას განმარტებით, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნეს სქემის ნაწილია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მომხდარს „მოღალატეობრივ სქემას“ უწოდებს. რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები.