ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. საინფორმაციო შეხვედრა 2026 წლის საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში, ცესკოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს თანამშრომლობით გაიმართა.
შეხვედრის მთავარი თემა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები, მათი უპირატესობები და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმატებული პრაქტიკა იყო. გიორგი შარაბიძემ ახალგაზრდებს ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით ადმინისტრაციის მიერ განვლილი გზა გააცნო. მან ასევე ისაუბრა დეზინფორმაციასთან ბრძოლის სტრატეგიაზე, დაგეგმილ სიახლეებსა და საგანმანათლებლო პროექტებზე.საზაფხულო ბანაკების ფარგლებში მსგავსი შეხვედრები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში კიდევ გაიმართება.