„სამართლის მიღწევამდე არ გავჩერდები“ - თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს - Palitra News

„სამართლის მიღწევამდე არ გავჩერდები“ - თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

2026-08-24 20:49:58+04:00

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი, აცხადებს, რომ სამართლის მიღწევამდე საქართველოს პროკურატურასთან ყოველ ორშაბათს მივა. ის საგამოძიებო ორგანოსთან, მისი შვილის საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს, რაზეც უწყება უარს აცხადებს. პროკურატურა ამბობს, რომ ბაჩალიაშვილის საქმის ხელახლა გამოძიებას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. უწყებამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 2020 წლის 17 დეკემბერს დაასრულა. როგორც პროკურატურა განმარტავს, მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაული არ ჩადენილა და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. რამდენიმე დღის შემდეგ ის თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.