უკრაინა დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს ომის ფონზე აღნიშნავს - კიევში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ - Palitra News

უკრაინა დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს ომის ფონზე აღნიშნავს - კიევში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ

2026-08-24 20:56:09+04:00

უკრაინა დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე აღნიშნავს. საიუბილეო დღეს კიევში უკრაინის მხარდამჭერი ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ. მათი მთავარი გზავნილები საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, უსაფრთხოების გარანტიებსა და უკრაინის შემდგომ მხარდაჭერას უკავშირდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას მშვიდობა სურს, თუმცა რუსეთის წინაშე დათმობებზე წასვლას არ აპირებს. ამ ფონზე ფრონტზე ბრძოლები და ორმხრივი საჰაერო იერიშები გრძელდება. უკრაინას დამოუკიდებლობის დღე საქართველომაც მიულოცა. ამის პარალელურად, თბილისში, უკრაინის საელჩოსთან ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მოქალაქეები იკრიბებიან