ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ მსმენელს წელსაც მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს. ფესტივალი გამორჩეულია იმით, რომ ლეგენდარული ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის, დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ეძღვნება.
წლევანდელი ფესტივალი მაყურებლის წინაშე სამ ქალაქში, შვიდი კონცერტით წარდგება. ფესტივალის საფინალო საღამოები თბილისში 16, 18 და 20 სექტემბერს გაიმართება. კონცერტები ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზსა და გრიბოედოვის სახელობის რუსულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდება.
მსმენელების წინაშე კლასიკური მუსიკის ნაწარმოებებს ქართველი და უცხოელი მუსიკოსები შეასრულებენ. ფესტივალი საქართველოსა და აჭარის კულტურის სამინისტროებისა და ბორჯომის, ბათუმისა და თბილისის მერიების მხარდაჭერით იმართება.