უკრაინული მედია - დრონებით თავდასხმის შედეგად კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა - Palitra News

უკრაინული მედია - დრონებით თავდასხმის შედეგად კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა

2026-08-25 10:15:14+04:00

დრონებით თავდასხმის შედეგად კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დრონებით თავდასხმა აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა.

ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა ადგილობრივმა ხელისუფლებამაც დაადასტურა.

ქარხნის ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო სამსახურები მუშაობენ.