საფრანგეთში ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა - Palitra News

საფრანგეთში ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა

2026-08-25 11:31:31+04:00

საფრანგეთში ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

ტორნადო საფრანგეთის ოდის დეპარტამენტში მდებარე სოფელ პომასს დაატყდა, რის შედეგად, 300-მდე სახლი დაზიანდა.

სამხრეთ საფრანგეთში ტორნადომ სახლებს სახურავები გადახადა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ოდის დეპარტამენტში დაახლოებით 2800 სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.