თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს - რა მოლოდინია პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს - რა მოლოდინია პოლიტიკურ სპექტრში

2026-08-25 12:33:13+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს. პროცესი 13:00 საათზე დაიწყება.ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახალი ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე 2022 წლიდან თავდაცვის სამინისტროს მიერ სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის საიდუმლო შესყიდვებს უკავშირდება.უწყების ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძის მონაწილეობით შეიქმნა არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც სახელმწიფო შესყიდვებზე რეალურ ღირებულებაზე დაახლოებით 7 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯა.