როგორ აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის საკითხს - Palitra News

როგორ აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის საკითხს

2026-08-25 12:42:57+04:00

საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის საკითხი პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ბესო შენგელია ხელისუფლებას რუსი ოკუპანტებისა და აფხაზი სეპარატისტებისთვის საწვავის მიწოდებაში ადანაშაულებს.მისი ინფორმაციით, დე-ფაქტო აფხაზეთის სახელმწიფო საწარმო „აფხაზტოპსს“ საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ მიაწოდა. შენგელია ამ კომპანიას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ბიზნესსქემასთან აკავშირებს.ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მომხდარს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებს და მას „მოღალატეობრივ სქემას“ უწოდებს.