უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისში, უკრაინის საელჩოსთან მხარდამჭერი აქცია გაიმართა - Palitra News

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისში, უკრაინის საელჩოსთან მხარდამჭერი აქცია გაიმართა

2026-08-25 12:45:11+04:00

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისში, უკრაინის საელჩოსთან მხარდამჭერი აქცია გაიმართა.შეკრებაზე მოქალაქეები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ. აქციას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა.მონაწილეებს ადგილზე უკრაინისა და საქართველოს დროშები, ასევე სოლიდარობის გამომხატველი ბანერები ჰქონდათ მიტანილი.აქციის ორგანიზატორებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და უკრაინას შორის საერთო გამოცდილებას და აღნიშნეს, რომ ამ პერიოდში უკრაინის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია ისიც, რომ საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.