ლაშა მარგიშვილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად დაინიშნა - Palitra News

ლაშა მარგიშვილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად დაინიშნა

2026-08-25 12:47:12+04:00

ლაშა მარგიშვილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად დაინიშნა.ახალი ხელმძღვანელი ცენტრის თანამშრომლებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წარუდგინა. მინისტრმა მარგიშვილს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა და მისი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება აღნიშნა. მარგიშვილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2011 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. ბოლო პერიოდში ის უწყების დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.