ყოფილი პრემიერი პატიმრობაში რჩება - ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება - Palitra News

ყოფილი პრემიერი პატიმრობაში რჩება - ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

2026-08-25 15:13:50+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომის თარიღი განსაზღვრა. პროცესი 19 ოქტომბერს გაიმართება.ღარიბაშვილი ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზეა ბრალდებული. სასამართლომ მისთვის პატიმრობის შეცვლის საფუძველი ვერ დაინახა და აღკვეთის ღონისძიება ძალაში დატოვა.დღევანდელ სხდომას ყოფილი პრემიერი არ დასწრებია. სასამართლოს განცხადებით, მან პენიტენციური დაწესებულებიდან პროცესში მონაწილეობის მიღებაზე უარი თავად განაცხადა. დღეს ამ თემას მაშო დიასამიძე აშუქებს.