უკრაინული დრონების თავდასხმას რუსეთის კრასნოდარის მხარეში მსხვერპლი მოჰყვა და დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი - Palitra News

უკრაინული დრონების თავდასხმას რუსეთის კრასნოდარის მხარეში მსხვერპლი მოჰყვა და დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი

2026-08-25 15:24:09+04:00

რუსეთ-უკრაინის ომში მხარეებმა ახალი იერიშები განახორციელეს. უკრაინული დრონების თავდასხმას რუსეთის კრასნოდარის მხარეში მსხვერპლი მოჰყვა და დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი.უკრაინის გენშტაბის ცნობით, დარტყმა განხორციელდა როსტოვის ოლქში მდებარე რუსულ თავდაცვის საწარმოზეც.პარალელურად, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინის ევროპულ მომავალს კვლავ უჭერს მხარს. მისი თქმით, გაწევრიანების მოლაპარაკებები 2024 წელს გაიხსნა, თუმცა შემდგომი პროგრესი რეფორმების განხორციელებასა და კონკრეტული პირობების შესრულებაზეა დამოკიდებული. ამასთან, ბრიტანეთმა უკრაინისთვის Storm Shadow-ის ტექნოლოგიის გაზიარებასა და ერთობლივი წარმოების მხარდაჭერას დაუჭირა მხარი.