ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ეკონომიკური დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. ვაშინგტონმა თეირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა, რომლებიც დაახლოებით 60 პირს, კომპანიასა და გემს შეეხო. აშშ ირანის სავაჭრო პარტნიორებსაც აფრთხილებს, რომ თეირანთან ბიზნესის გაგრძელებამ შესაძლოა მათთვის დოლარზე დაფუძნებულ ფინანსურ სისტემაზე წვდომის დაკარგვის რისკი შექმნას.ირანი საპასუხო ნაბიჯებისთვის მზადყოფნას აცხადებს. ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, თეირანი ახალი სანქციების პირობებისთვის ემზადება და ამერიკული ზეწოლის წინააღმდეგ ორწლიან გეგმაზე მუშაობს.მისივე შეფასებით, ვაშინგტონი ირანის დამორჩილებას კვლავ ვერ შეძლებს.