სომხეთის სამართალდამცველებმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი და კიდევ 5 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის ქოჩარიანის უფროსი ვაჟი, სედრაკ ქოჩარიანიც არის. უწყების ინფორმაციით, ყოფილმა პრეზიდენტმა და მასთან დაახლოებულმა პირებმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული უძრავი ქონება საბაზრო ფასზე მნიშვნელოვნად იაფად შეიძინეს.ქოჩარიანისა და მისი ოჯახის წევრების საცხოვრებელ სახლებში დილით ჩხრეკა ჩატარდა. საგამოძიებო მოქმედებები მისი კიდევ ერთი ვაჟის, პარლამენტის წევრ ლევონ ქოჩარიანის სახლშიც განხორციელდა.