დონალდ ტრამპი - ჰორმუზის სრუტის საერთაშორისო წყლებიდან ყველა ნაღმი ამოღებული ან აფეთქებულია - ნაღმების განთავსების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა სრული ძალით მოქმედებს - Palitra News

დონალდ ტრამპი - ჰორმუზის სრუტის საერთაშორისო წყლებიდან ყველა ნაღმი ამოღებული ან აფეთქებულია - ნაღმების განთავსების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა სრული ძალით მოქმედებს

2026-08-25 19:47:21+04:00

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ახლახან მაცნობა, რომ ჰორმუზის სრუტის საერთაშორისო წყლებიდან ყველა ნაღმი ამოღებული და/ან აფეთქებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ირანს ეცნობა, რომ ნებისმიერი გემი ან ნავი, რომელიც ახალ ნაღმებს განათავსებს, დაუყოვნებლივ და სისტემატურად განადგურდება.

„კოსმოსური ძალების მეშვეობით ვაკვირდებით სრუტის ყოველ კვადრატულ ინჩს, ისევე როგორც პიკაქსის მთას და უკვე განადგურებულ სამ სხვა ბირთვულ ობიექტს. ნაღმების განთავსების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა სრული ძალით მოქმედებს“, - აცხადებს ტრამპი.