მიხაილ ფედოროვი - ახლა გარდამტეხი მომენტია, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მომავალ ტრაექტორიას, თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენ თანდათან, ნელ-ნელა ვმარცხდებით - Palitra News

მიხაილ ფედოროვი - ახლა გარდამტეხი მომენტია, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მომავალ ტრაექტორიას, თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენ თანდათან, ნელ-ნელა ვმარცხდებით

2026-08-25 20:58:02+04:00

უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილ ფედოროვის განცხადებით, უკრაინა ნელ-ნელა აგებს რუსეთთან ომს და კიევს რამდენიმე თვე აქვს იმისთვის, რომ მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც საჭიროა სიტუაციის თავის სასარგებლოდ შესაცვლელად.

ფედოროვმა Reuters-ს განუცხადა, რომ უკრაინას არ აქვს საერთო ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიგოს ომი და მას ინოვაციების დანერგვის უუნარობა აფერხებს.

მისივე მტკიცებით, ქვეყანას ასევე აფერხებს ფესვგადგმული კორუფცია და სამთავრობო ინსტიტუტებში პოლიტიკური დამოუკიდებლობის არარსებობა.

„ვფიქრობ, რომ ახლა გარდამტეხი მომენტია, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მომავალ ტრაექტორიას, თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენ თანდათან, ნელ-ნელა ვმარცხდებით“, - განაცხადა ფედოროვმა.

მისი თქმით, უკრაინას კვლავ აქვს „ყველა შანსი“ გამარჯვებისთვის, მაგრამ სასწრაფოდ სჭირდება ომის დასრულების გეგმა.

Reuters-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფედოროვის კომენტარების საპასუხოდ განაცხადა, რომ სამინისტროში ყოფნისას ის დადებითად იყო განწყობილი ომის მიმდინარეობის მიმართ და ერთადერთი, რაც შეიცვალა, მისი პირადი სტატუსია.