ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლისა და უსამართლობის შედეგია. მისივე შეფასებით, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გზა სიმართლეა და საბოლოო შეფასება საზოგადოებამ უნდა გააკეთოს.
ამ განცხადების ფონზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს დანიშნა. სასამართლომ ასევე პატიმრობის შეცვლის საფუძველი ვერ დაინახა და აღკვეთის ღონისძიება ძალაში დატოვა.
ღარიბაშვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღების საქმეზეა ბრალდებული. დღევანდელ პროცესს ის არ დასწრებია და სხდომაში მონაწილეობაზე უარი თავად განაცხადა.