უკრაინამ პარტნიორი ქვეყნებისგან „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის დამატებითი რაკეტები მიიღო, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არსებული მარაგი საკმარისი არ არის.
უკრაინის პრეზიდენტს მიღებული რაკეტების რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. მისითქმით, კიევს ზამთრისთვის გაცილებით მეტი საბრძოლო მასალა სჭირდება.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ასევე მიიღო დასტური ფრანგული წარმოების „კროტალეს“ სისტემებისა და შესაბამისი რაკეტების მიწოდებაზე. აღნიშნული საშუალებები ფრთოსანი რაკეტების გასანადგურებლად გამოიყენება.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ქვეყანამ ასევე მიიღო AIM-ის ტიპის რაკეტები, რომლებსაც რუსული საჰაერო სამიზნეების ჩამოგდება შეუძლია.