„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ლარსის გამშვები პუნქტი რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლის გამო საქართველოსთვის საფრთხის შემცველ ზონად იქცა. ირაკლი ფავლენიშვილის შეფასებით, ქვეყანაში რუსი მოქალაქეების რაოდენობის ზრდა უძრავი ქონებისა და ბიზნესის ბაზარზე გავლენას აძლიერებს.
მისივე თქმით, საქართველოში ქართველების ჩანაცვლების პროცესი მიმდინარეობს და ამის შესაჩერებლად ხელისუფლების შეცვლაა საჭირო.
ბესო შენგელიას განცხადებით, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეობა ათიათასობით რუსეთის მოქალაქემ მიიღო. მისი შეფასებით, ხელისუფლება 2028 წლის არჩევნებისთვის ემზადება და ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების შემოდინების ზრდითაა დაინტერესებული. ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველო ევროპულ კურსს დაუბრუნდება.