სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დაკავების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს - Palitra News

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დაკავების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს

2026-08-25 21:20:16+04:00

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დაკავების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ანტიკორუფციული კომიტეტის ინფორმაციით, მას მაღალი არტერიული წნევა დაუფიქსირდა და სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლევა დასჭირდა.

ქოჩარიანი და მისი ვაჟი, სედრაკ ქოჩარიანი, დღეს ანტიკორუფციული კომიტეტის მიერ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დააკავეს.

დაკავებამდე სომხეთის ანტიკორუფციულმა უწყებამ ქოჩარიანისა და მისი ოჯახის წევრების კუთვნილ რამდენიმე ათეულ მისამართზე ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

ამ ეტაპზე კომიტეტს დაკავებულებისთვის წარდგენილი ბრალდებების დეტალები არ გაუვრცელებია.