50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს - რა განცხადებები ვრცელდება ქვეყნის შიგნით - Palitra News

50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს - რა განცხადებები ვრცელდება ქვეყნის შიგნით

2026-08-25 21:23:18+04:00

გაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. შესაბამის ერთობლივ განცხადებას დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი ავრცელებს.

განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომისაერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს. მათი შეფასებით, კონფლიქტის შედეგები მხოლოდ უკრაინის ტერიტორიით არ შემოიფარგლება და გავლენა საერთაშორისო უსაფრთხოებაზეც აქვს.

საქართველოს პოლიტიკური ძალები ამ საკითხზე განსხვავებულ შეფასებებს ავრცელებენ.