ევროკომისარი მარტა კოსი ევროკავშირის მომავალი გაფართოებისთვის ოთხ ძირითად მიმართულებას გამოყოფს, რომელთა სტრატეგიულ განხილვას ევროპული საბჭო ოქტომბერში გეგმავს.კოსის ხედვით, პირველი მიმართულება ახალი წევრების ინტეგრაციისთვის გარდამავალი ზომების გამოყენებაა. მეორე - შიდა რეფორმები, რომლებმაც გაფართოებულ კავშირს ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა უნდა შეუნარჩუნოს. მესამე მიმართულებად უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერება სახელდება, რათა ევროკავშირში საფრთხის შემცველი გავლენების შეღწევა თავიდან იყოს აცილებული. მეოთხე კი ეტაპობრივი ინტეგრაციაა, რომლის მიზანიც კანდიდატი ქვეყნებისთვის ევროკავშირის სარგებლის გაწევრიანებამდე გაზიარებაა. მარტა კოსმა პროცესს ჩვენი თაობის „ჰელსინკის მომენტი“ უწოდა. როგორ ეხმაურებიან ამ საკითხს „ქართული ოცნების“ წარმოამდგენლები.