ირაკლი ღარიბაშვილი მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს პოლიტიკურ ბრძოლად და უსამართლობად აფასებს და აცხადებს, რომ სასამართლო პროცესებში მონაწილეობას აღარ აპირებს. მისი თქმით, საკუთარი ინტერესების დაცვას ადვოკატებს მიანდობს, თავად კი საზოგადოებას საჯაროდ მოუყვება საკუთარ სიმართლეს.ყოფილი პრემიერის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში მისი ერთადერთი გზა სიმართლეა და საბოლოო შეფასება საზოგადოებამ უნდა გააკეთოს.ამ განცხადების ფონზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს დანიშნა.