მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლებში სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, მათ შორის სრულად განახლდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშის სკოლა.სამუშაოების მიმდინარეობას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზაუტაშვილი და პარლამენტის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე გაეცნენ.ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება სტეფანწმინდის N1, სოფელ სიონისა და თიანეთის N1 საჯარო სკოლებს. პროექტების მიზანი მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნაა.სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკრებულოების წარმომადგენლებიც გაეცნენ.