CIA-ს დირექტორის, ჯონ რატკლიფის, მოსკოვში ვიზიტი აშშ-ისა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის კონტაქტებს უკავშირდება.ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ რატკლიფი მოსკოვში იმყოფებოდა, თუმცა ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისა და განსახილველი საკითხების შესახებ დეტალები არ გავრცელებულა.მედიის ცნობით, რატკლიფის ვიზიტამდე აშშ-მა უკრაინას აცნობა, რომ რუსეთში მაღალი დონის დელეგაცია მიემგზავრებოდა და კიევს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების დროებით შეჩერება სთხოვა.CIA-ს ხელმძღვანელი რუსეთს ბოლოს პირადად 2021 წლის ნოემბერში ეწვია.