ირანმა და ომანმა ჰორმუზის სრუტეში გემების უსაფრთხო გადაადგილების აღსადგენად დროებითი საზღვაო დერეფნის შექმნაზე მოლაპარაკებები განაახლეს - Palitra News

ირანმა და ომანმა ჰორმუზის სრუტეში გემების უსაფრთხო გადაადგილების აღსადგენად დროებითი საზღვაო დერეფნის შექმნაზე მოლაპარაკებები განაახლეს

2026-08-26 13:04:15+04:00

ირანმა და ომანმა ჰორმუზის სრუტეში გემების უსაფრთხო გადაადგილების აღსადგენად დროებითი საზღვაო დერეფნის შექმნაზე მოლაპარაკებები განაახლეს.მხარეები სრუტის ნაღმებისგან გაწმენდაზეც შეთანხმდნენ. გადაადგილება კვლავ საფრთხის შემცველია - ომანის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერს უცნობი ჭურვი მოხვდა და გემი მწყობრიდან გამოვიდა.ამასთან, აშშ ირანზე ეკონომიკურ ზეწოლას აძლიერებს და სანქციებით იმ ქვეყნებს ემუქრება, რომლებიც თეირანთან ვაჭრობას გააგრძელებენ. ვაშინგტონი ახლო აღმოსავლეთში ზოგიერთი დიპლომატიური მისიის პერსონალის დაბრუნებასაც იწყებს.აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკულმა სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჰორმუზის საერთაშორისო წყლებში არსებული ყველა ნაღმი გაანეიტრალეს.