ევროკომისარი მარტა კოსი ევროკავშირის გაფართოების ოთხ ძირითად მიმართულებას გამოყოფს, რომელთა სტრატეგიულ განხილვას ევროპული საბჭო ოქტომბერში გეგმავს.მისი ხედვით, საუბარია ახალი წევრების ინტეგრაციისთვის გარდამავალ ზომებზე, ევროკავშირის შიდა რეფორმებზე, უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერებასა და ეტაპობრივ ინტეგრაციაზე. ეს უკანასკნელი კანდიდატი ქვეყნებისთვის ევროკავშირის სარგებლის გაწევრიანებამდე გაზიარებას ითვალისწინებს. კოსმა პროცესს ჩვენი თაობის „ჰელსინკის მომენტი“ უწოდა. რას აცხადებენ ამ საკითხზე მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები.