პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ, ემი დიაზს შეხვდა - Palitra News

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ, ემი დიაზს შეხვდა

2026-08-26 15:14:20+04:00

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ, ემი დიაზს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები განიხილეს.კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების მზადყოფნა, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მიმართულებით იმუშაოს. მისი თქმით, თანამშრომლობა ორმხრივ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ კონკრეტულ გზამკვლევს უნდა დაეყრდნოს.აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების შესახებ კრიტიკულ შეფასებებს აფიქსირებენ ოპოზიციის წარმომადგენლები - ისინი აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში შტატებთან ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელი იქნება.