საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცველებმა საქართველოში თურქეთის მასშტაბით ძებნილი რამდენიმე მოქალაქე გამოავლინეს - Palitra News

საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცველებმა საქართველოში თურქეთის მასშტაბით ძებნილი რამდენიმე მოქალაქე გამოავლინეს

2026-08-26 15:17:59+04:00

საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცველებმა საქართველოში თურქეთის მასშტაბით ძებნილი რამდენიმე მოქალაქე გამოავლინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპოლიციო ღონისძიებები ქვეყნის რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდა.გამოვლენილი პირები თურქეთის მოქალაქეები არიან და სხვადასხვა, მათ შორის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის იძებნებოდნენ. ზოგიერთ მათგანს საქართველოში ყოფნის ვადებიც ჰქონდა დარღვეული და ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა.ღონისძიებას წინ ოპერატიული და სამძებრო სამუშაოები უძღოდა, რომლებიც თურქ კოლეგებთან კოორდინაციით დაიგეგმა.