რუსული მედიის ცნობით, დრონების თავდასხმას ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრში ხანძარი მოჰყვა - Palitra News

რუსული მედიის ცნობით, დრონების თავდასხმას ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრში ხანძარი მოჰყვა

2026-08-26 15:19:57+04:00

უკრაინა რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმებს აგრძელებს. რუსული მედიის ცნობით, დრონების თავდასხმას ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრში ხანძარი მოჰყვა. ცეცხლმა 40 ათას კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია მოიცვა, ერთი თანამშრომელი კი დაშავდა.ამ ფონზე, უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი რუსეთთან ომში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, უკრაინა ომს ნელ-ნელა აგებს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად ქვეყანას რამდენიმე თვე დარჩა. ფედოროვის თქმით, კიევს გამარჯვებისთვის შესაძლებლობები კვლავ აქვს, თუმცა ომის დასრულების მკაფიო გეგმა სჭირდება.