შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღეებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე გააძევეს - Palitra News

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღეებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე გააძევეს

2026-08-26 15:18:53+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღეებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტმა შესაბამისი ღონისძიებები სამინისტროს სხვა დანაყოფებთან კოორდინაციით განახორციელა.გაძევებულთა შორის არიან თურქეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ეგვიპტის, ბელარუსის, უზბეკეთის, ეთიოპიის, იორდანიის, კუბის, ვიეტნამის, ბანგლადეშისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ საქართველოში შემოსვლა აეკრძალათ. მიმდინარე წელს ქვეყნიდან უკვე გაძევებულია 2726 უცხოელი, რაც გასული წლის მთლიან მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.